Dienstag, 8. Juni 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი;
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით;
მოსწავლეები გაეცნობიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეკლესიის ავტოკეფალია
პროექტის სრული აღწერა;
მოსწავლეებს დავყოფ 4 ჯგუფად და მივცემ დავალებას მოცემული თემის ირგვლივ.
პირველ ჯგუფს მივცემ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია თუ როგორ გააუქმა რუსეთის იმპერიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1811წელს;
მეორე ჯგუფს მივცემ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია თუ როგორ აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და როგორ პირობებში მოუწიათ მოღვაწეობა კირიონ საძაგლიშვილს,
ლონგინოზ ოქროპირიძეს და ამბროსი ხელაიას;
მესამე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ქრისტეფორე IIIციციშვილის, კალისტრატე ცინცაძის და მელქისედეკ III ფხალაძის მოღვაწეობის შესახებ;
მეოთხე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ავტოკეფალიის აღდგენიდან დღემდე უკანასკნელი სამი პატრიარქის ეფრემ IIსიდამონიძის, დავით V დევდარიანის და ილიაII შიოლაშვილის
შესახებ;
მოპოვებულ ინფორმაციას განვათავსებთ ბლოგზე;
მოსწავლეებს შევაფასებ ჯგუფური სამუშაოს, პრეზენტაციის და ჩართულობის მიხედვით;
მონაწილეთა ასაკი.
მე–11კლასი
ვადები/ხანგრძლივობა;
2 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში;
დაყოფილ ჯგუფებს დავავალებ მოიძიონ ფოტო მასალა არსებული თემის ირგვლივ,რათა უფრო საინტერესო იყოს შემდეგი სამუშაოები;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას;
ჯგუფები წარმოადგენენ მოპოვებულ ინფორმაციას როგორც ტექსტური ისე ფოტომასალის სახით.
სარგებელი სხვებისთვის;
მოსწავლეებს უჩნდებათ რელიგიისადმი ინტერესი;
სამუშაო ენა;
ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან;
არ არიან
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
ისტ.xI 6. მოსწავლე აანალიზებს რელიგიის გავლენას მატერიალურ და სულიერ გავლენაზე
პროექტის ავტორი;
დიანა ბიბილაშვილი
ავტორის ელ.ფოსტა
dianabibilaSvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი
dianabibilashvili.blogspot.com

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen